ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შპს “სმარტ ფინანსი” საფინანსო მომსახურების ბაზარზე საქმიანობს 2009 წლიდან. ჩვენი მიზანია კლიენტებს შევთავაზოთ დახვეწილი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება, ყოველთვის საუკეთესო პირობებით.

 

თავდაპირველად კომპანია წარმოდგენილი იყო ერთი ფილიალით ქ. ქუთაისში, თუმცა ფილიალების ქსელი სწრაფად გაფართოვდა და ახლა კომპანიას გააჩნია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილი 12 ფილიალი და სათაო ოფისი.

 

2010 წლის სექტემბერში კომპანიამ რეგისტრაცია გაიარა საქართველოს ეროვნულ ბანკში და მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი.

 

ახლო მომავალში დაგეგმილია ფილიალების ქსელის გაფართოება, ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვა.

ჩვენი პრინციპებია:
სიმარტივე, გამჭვირვალობა, პროგრესი.

ყოველთვის საუკეთესო პირობები,
ყოველთვის ყველაზე წინ!

რას ვაკეთებთ

რატომ სმარტი?

საუკეთესო პირობები ცენტრალიზებული სისტემა დისტანციური მომსახურება

სმარტი საუკეთესო და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს: დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ლითონების მაღალი შეფასება, შეღავათიანი კურსები, უფასო კომუნალური გადახდები კომპანიის კლიენტებისათვის, მინიმალური საკომისიო და არავითარი ფარული ხარჯები. სმარტის ფილიალებში უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცულია.

ცენტრალიზებული სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნებისმიერ ფილიალში გადაიხადოს სმარტში გაფორმებული სესხის პროცენტი და აითვისოს რეზერვი თანხა, ამოაკლოს, ან ჩაანაცვლოს ნივთები ქისაში, ასევე მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სესხებისა, ძვირფასი ლითონებისა და გზავნილების შესახებ.

დისტანციური მომსახურება სწრაფს და კომფორტულს ხდის თანამშრომლობის პროცესს. სესხის დაფარვა კლიენტს შეუძლია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სწრაფი გადახდის აპარატებზე, ინტერნეტბანკით... ხოლო, მობილური აპლიკაციით, ქოლცენტრითა და სოციალური ქსელით შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მისი სესხების, ძვირფასი ლითონებისა და გზავნილების შესახებ.