რატომ სმარტი?

რატომ სმარტი?

საუკეთესო პირობები

სმარტი საუკეთესო და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს: დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ლითონების მაღალი შეფასება, შეღავათიანი კურსები, უფასო კომუნალური გადახდები კომპანიის კლიენტებისათვის, მინიმალური საკომისიო და არავითარი ფარული ხარჯები. სმარტის ფილიალებში უსაფრთხოების ყველა სტანდარტი დაცულია.


ცენტრალიზებული სისტემა


ცენტრალიზებული სისტემა საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნებისმიერ ფილიალში გადაიხადოს სმარტში გაფორმებული სესხის პროცენტი და აითვისოს რეზერვი თანხა, ამოაკლოს, ან ჩაანაცვლოს ნივთები ქისაში, ასევე მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სესხებისა, ძვირფასი ლითონებისა და გზავნილების შესახებ.


დისტანციური მომსახურება

დისტანციური მომსახურება სწრაფს და კომფორტულს ხდის თანამშრომლობის პროცესს. სესხის დაფარვა კლიენტს შეუძლია თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სწრაფი გადახდის აპარატებზე, ინტერნეტბანკით... ხოლო, მობილური აპლიკაციით, ქოლცენტრითა და სოციალური ქსელით შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მისი სესხების, ძვირფასი ლითონებისა და გზავნილების შესახებ.