მობილური აპლიკაცია სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერებისათვის შექმნილი პროგრამაა, რომელიც კომფორტულს და სწრაფს ხდის ინფორმაციის მიღების პროცესს. აღნიშნული სისტემა დაგეხმარებათ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს და უმოკლეს ვადაში გაიგოთ თქვენი სესხების, ქისების, გზავნილებისა და დანაზოგების ოდენობა და მდგომარეობა, ნახოთ გადახდებისა და გზავნილების ისტორია, იპოვოთ უახლოესი ფილიალი, შეიტყოთ ვალუტის კურსები ფილიალების მიხედვით, ფილიალების სამუშაო საათები, და ა.შ.
აპლიკაციის გააქტიურება და გამოყენება მარტივია. გადმოწერის შემდეგ, მომხმარებელს შეყავს პირადი ნომერი და სმარტის პინ-კოდი.
თუ მომხმარებელი პირველად იყენებს აპლიკაციას და არ იცის კოდი, მიუთითებს "არ მაქვს პინ-კოდი".
მომხმარებელი კოდს მიიღებს სმარტის ბაზაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
კოდის შეყვანისა და აპლიკაციაში შესვლის შემდეგ გამოჩნდება კლიენტის სახელზე არსებული სესხები, დანაზოგები, გზავნილები, შეტყობინებები...
ამავე აპლიკაციაში შეუძლია იხილოს სმარტის პირობები, ოქროს შეფასება, ვალუტის კურსები ფილიალების მიხედვით, ფილიალების მდებარეობა და ა.შ.